აკორდეონი
#ლექსები ნინო დარბაისელი აკორდეონი ზეცა - ლურჯი, თოვლი - თეთრი, მე - პომადა წითელი, ყელზე შარფი - ეიფელისფერი. ხსოვნას შერჩა კადრი ესე - ნათელი, ამას მოსდევს ანტურაჟი მთელი. წვრილი ჭიქით შამპანური, ალური, მომთენთველი, (ერთი მოსმით როგორ დავითვერი!) ფრომაჟებიც - გულმა მომანდომა და მეფრქვეოდა ოქროვანი მტვერი. დღეს ყველაფერს შესევია მტერი. ცად - ღრუბლები ლეგა, უკიდეონი, სადღაც უკრავს შორი აკორდეონი. სეზონია უკვე ბერეტების. შარფებშია ყველა ცხვირჩაყოფილი, ქუდქვემოდან - მოფრიალე თმები. მგონი, შენ ხარ - არყოფილი-ყოფილი! (ამდენ სიტყვას რატომ ერითმები?) არ მეთმობი, დაღმა მისდევ ქვაფენილს, მერე წაბლის გამყიდველთან თბები. ახლა უკვე სხვაგვარია პარიზი, ადგილია ახლა ბოროტების… ცად - ღრუბლები ლეგა, უკიდეონი, სადღაც უკრავს შორი აკორდეონი. დღეს - ცეცხლშია! გაველურდა პარიზი, დაუნდობლად მიდის ლაწალუწი, არეულა რიცხვები და დღეები, არ ირჩევა, კენტია თუ ლუწი. ტრიალებენ ქარში მუყაოები, ნაგლეჯები, რაღაც ნახევები. ტრიუმფია ირგვლივ ამაოების, აჩერდები ეკრანს გახევებით. ცად - ღრუბლები ლეგა, უკიდეონი, სადღაც უკრავს შორი აკორდეონი. პარიზული ნიუსები ამ დილის! თვალი სადღაც ნაცნობ ქუჩებს ლანდავს დამდგარია ცოდვის კითხვა ნამდვილი, ადვილია ძველის განადგურება! შენ რას კარგავ, ჩამოყოლილ სანდალს? სულ დაანგრევ, თუკი მოგეგუნება. იყოს ცეცხლის გიზგიზ-აგუგუნება! უხარია ნანგრევებში - ვანდალს. თან ესწრაფვის, თან ვერ იტანს მშვენიერს, დაუნდობლად მიაყენებს ზიანს. ვანდალიზმი ანადგურებს სიცილით და უწოდებს უბირს, ხარვეზიანს, ხატებს პარიზიანს, შენებაა - ძნელი, ნგრევა - ადვილი, დარდიანი ძველ გზას მისდევს სენა. - დარჩათ კიდევ დასანგრევი ადგილი? - ამ ფიქრებით გული გაისენა. ტრიანონის ვარდოვანი ბაღები ნადგურდება როგორი ხელაღებით! ჩაქცეულა შადრევნებში თაღები, ნუთუ ბრბოსთვის ესეც არსაკმარია? გაიხსენეს ძველი იარაღები? ნუთუ დღესაც ყველა მეომარია, არ ეცლება სისხლით სავსე თასი? რომ ვერასდროს ვერ დამშვიდდეს პარიზი, სდევდეს წყევლა ანტუანეტასი! ცად - ღრუბლები ლეგა, უკიდეონი, სადღაც უკრავს შორი აკორდეონი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
32 კომენტარი
ესე - ნათელი,-ტეხავს
როგორ დავითვერი!)-ეს ქართულია?
დღეს - ცეცხლშია! გაველურდა პარიზი,
დაუნდობლად მიდის ლაწალუწი,
არეულა რიცხვები და დღეები, -ხომ არ აჯობებდა -რიცხვები თუ თარიღი?
მოგეგუნება.?
არსაკმარია?
ლექსი კარგია ოღონდ რითმებს ნუ გადავაყოლებთ ქართულს
ეგრე ვიზამ
თუ გინდა მეც შემომილაწუნე......გურული ვარ, იუმორით მოვიღებ....არადა, ხვდები ,რომ მართალი ვარ,,,,სტაჟიანი მართალი.და ქართულს ისეთი მასწავლებელი მასწავლიდა პროვინციაში,რომ უნივერსიტეტებში არც მოგელანდებათ
განაგრძეთ!
შესანიშნავად ვერთობი.
მიხარია, რომ ქართულის კარგი მასწავლებელი გყოლიათ და ასეთი პიეტეტით მოიხსენიებთ.
ოღონდ იქნებ შრმდგომში შენობით აღარ მომმართოთ!
არა ვარ დაჩვეული უცნობებისგან.
ასე ცუდად აღმზარდეს ზემო მაჩხაანში, ამბობენ ქვემოში კია მიღებულიო, მაგრამ მე იქამდეც არ ჩავსულვარ.
თქვენსავით ყველას ხომ ვერ გაუღიმებს ბედი!
რა ვუყოთ!
წერა-კითხვაც ხარის ბეჭზე მასწავლა დედამ, რომელიც, როგორც ბიოგრაფები მიუთითებენ, “თავისი დროისთვის ფრიად განსწავლული პიროვნება იყო”.
ასე ცუდად აღმზარდეს ზემო მაჩხაანში, ამბობენ ქვემოში კია მიღებულიო, მაგრამ მე იქამდეც არ ჩავსულვარ.-კარგია
წერა-კითხვაც ხარის ბეჭზე მასწავლა დედამ, რომელიც, როგორც ბიოგრაფები მიუთითებენ, “თავისი დროისთვის ფრიად განსწავლული პიროვნება იყო”.მე კიდევ არც არავინ მასწავლა-ჩემით ვისწავლე.....,ჩემით ვიწვალე,ჩემით ვიკითხე.მამაჩემს 4 კლასის განათლება კი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცოტა მინახავს მასავით "ტკბილქართულად"მოსაუბრე. ნუ გენეტიკას რას უზამ?და ლაპარაკს რომ იწყებდა,ძალიან ხმადაბლა,ყველა გაიყურსებოდა და სმენად იქცეოდა.ხმის ტემრიც უწყობდა ხელს და შინაგანი პოეზიაც....მე არ მინახავს არცერთი ორატორი,ვინც ასე წამში იპყრობდა მსმენელს....და რა მაგის პასუხია და ღმერთს შენობით ველაპარაკები და არ მეგონა უფრო მაღლა თუ იდექი....
ახლა რომ გითხრათ, ღმერთი - სხვა ინსტანციაა,
მიწიერ, კულტურულ საზოგადოებას კი ურთიერთობის თავისი ეტიკეტი აქვს და ეს ეტიკეტი მოითხოვს, უცნობებთან შენობითი მიმართვის ფორმები არ გამოვიყენოთ-მეთქი, გაგიკვირდებათ!
…არადა, ინგლისურ ენაში შენობითი მიმართვის ფორმა საერთოდ არ არსებობს, თვით ღმერთსაც თქვენობით მიმართავენ- მეთქი, რომ დავამატო, თქვენს გაოცებას საზღვარი არ ექნება, მეტყვით რომელმა ჩიტმა მოგიტანათ ამბავიო, მანდ რა იცით, ინგლისურში რა ხდებაო.
რა ვქნა?!
ახლა რომ გითხრათ, ღმერთი - სხვა ინსტანციაა,
მიწიერ, კულტურულ საზოგადოებას კი ურთიერთობის თავისი ეტიკეტი და ა.შ ბლაბლა ანუ სადაც პოეზიის ესთეტიკას ვერ ვქაჩავთ,იქ ქცევის ეტიკეტზე ვღადაობთ...".Хоботов, это мелко"
არადა, ინგლისურ ენაში შენობითი მიმართვის ფორმა საერთოდ არ არსებობს, თვით ღმერთსაც თქვენობით მიმართავენ-აღმოჩენა....გაგიკვირდება და ინგლისურიც ვიცი და კიდევ რამდენიმე ენა
ახლა რომ გითხრათ, ღმერთი - სხვა ინსტანციაა,-მე მეგონა ღმერთის სამყოფი იყო სხვა იონსტანცია და თავად ღმერთი ალბათ,უფრო სხვა კატეგორია....რას იზამ?ხომ ვამბობ, პროზაშიც ისეთი ხარ,როგორც პოეეზიაში-იბნევი დროსა და სივრცეში
არ იტირო....სიტყვაში რომ მომიგო-ჯერ ერთი ,მეტი უნდა იკითხო,მეორეც ,მეტი ნახო ცხოვრება შიგნიდან და არა კათედრიდან,მესამეც-ცოტა გურულიც უნდა იყო
თქვენი ამბავი - ჩემთვის უკვე გარკვეულია. დიაგნოზი დასმულია და მე მოვრჩი.
თქვენ - განაგრძეთ!
რაც მეტს იაქტიურებთ, მეტ სანუკვარ მკითხველს შემძენთ.
თქვენი ამბავი - ჩემთვის უკვე გარკვეულია. დიაგნოზი დასმულია და მე მოვრჩი.
თქვენ - განაგრძეთ!.კარგი"არგუმენტი"დიაგნოზი დასვა,ოღონდ ვერაფერი თქვა ანუ მკურნალიც ისეთი ხართ,როგორც პოეტი?
"სანუკვარ მკითხველს"-დაგლიჯა,სიტყვათა წყობაც ისეთივე სასაცილოა,როგორც თავის მართლება.
არ დაწერო და მორჩა
ეს კი, ნებსით თუ უნებლიეთ, მთლად დიოგენური გამოგივიდათ, ალექსანდრე მაკედონელს რომ უპასუხა ქვევრის ბინადარმა, როცა მეფემ ჰკითხა, რაიმე თხოვნა ხომ არა გაქვსო და მაქვსო. ცოტა გვერდით გაიწიეთ, მზეს მიჩრდილავთო.
აბა არ გიპასუხებო?და შენ რომელი ხარ,ამ გაუგებრობაში?დიოპგენი ,მაკედონელი თუ ....ღმერთმა დაგვიფაროს და"მზე".არ გეწყინოს და ვხარხარებ
თან ამ შენმა "დიოგენურიმა" დაგლიჯა. ნუ შენი საქმე უფრო იუმორია თუ შენს "შემოქმედებას"სერიოზულად უყურებ
ცოტა გვერდით გაიწიეთ, მზეს მიჩრდილავთო-------მე კი გავიწევი ,მაგრამ ჯერ მზე დამანახე, და არა ხრინწიანი ილიჩის ნათურა,ქე რომ ბჟუტავს და ვერ ათბობს.......ნუ ისევ მეცინება.არ გეწყინოს.
არ მიპასუხო,თუ გინდა.
თქვენი ამბავი - ჩემთვის უკვე გარკვეულია. დიაგნოზი დასმულია ძალიან მაგონებს ერთი რუსი ქალის ნათქვამს ტროლეიბუსში .პასტერნაკის "დოქტორ ჟივაგო"წაკითხული არ მაქვს, მაგრამ დასაწვავიაო.შენც ისეთი"დოხტური"ხარ.
და კიდევ....საქართველოს თუ კიდევ ჯყავს შენსავით"ღვაწლმოსილი"პოეტი ,შეგიძლია მიმიქსიო მას.ანუ თუ შენსავით"ჩინმენდლებიანია"
ვინაობა დასამალი რომ არ გქონდეთ, ფსევდონიმს ხომ არამოეფარებოდით, ეს ჩემზე ხანდაზმული კაცი, არა?
საკუთარივე აირი გაგგუდავთ!
არადა, ქალი ვარ.ცოტა რომ წაგეკითხა რა მე ,გეცოდინებოდა, რომ ერეშქიგალი ქალია.
ესეიგი ყველა პოეტი და მწერალი მათ შორის მარკ ტვენიც დასამალი კაცი ყოფილა?
და ისა, შეეშვი ამ აირებს და კუილებს ამხელა ქალი.თუ შენი პოეზია კუილს ვერ გასცდა?
ადამიანური ხერხემლის ტარება გაგიჭირდათ, არა?!
ერთი სული გქონდათ, ცხოველივით ოთხზე გადაშვებულიყავით და იმაზე გეზმუილათ, რაც გეახლობლებათ და აჰა!
აირზე ანუ გაზზე ვინ დაიწყო ბრძნული აზრების გამოთქმა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით?
ვის ქვეცნობიერს ემშობლიურა პირველად, თქვენსას ხომ არა?