არფოტო აფიშის ფონზე - სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი არფოტო აფიშის ფონზე (სონეტი) გაღიმებით მე უცნობი მიცქერს ვაჟი. შენ - ფონს არჩევ, გადაიღო ფოტო, ესეც ჩვენი საბოლო ვოიაჟი! მიდის სენა - სუფთა, უნაფოტო. არ მინდოდა პოზირებით ხიდზე დგომა. როიალით, ვიოლინო-არფით. დე, თვალს შევრჩე პარიზული შემოდგომით, ქარს მიჰქონდეს ბერეტი და შარფი. დაიხსომე, დამახვია რეტი ალმა - ეიფელმა, აზიდული რომ ჩანს. რომ დამღალა აღმა-დაღმა ხეტიალმა, დღის ბოლოა და ეს ტურნეც მორჩა. პარიზია და ამდენი არის ჩადრი! მთვარე- ბადრი, თვალისათვის - კადრი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
26 კომენტარი
ლექსი არაჩვეულებრივია,ოღონდ არადარბაისლური ქართულია "დაიხსომე"და უკაცრავად, სად სწავლობდით?
ზემო მაჩხაანში
ისე, ჩემგან იცოდეთ, დარბაისლურ ქართულს ლექსის წერისას ძალიანაც ნუ მიეძალებით.
პოეტური მეტყველება, განსხვავებით სალიტერატურო ენისაგან, დერივაციულია.
დღეს ეს უფრო თვალსაჩინოა, ხელოვნური ინტელექტის წყალობით.
ნუ ეს ის შემთვევა არ არის .აქ უბრალო უცოდინრობას აქვს ადგილი .კონკრეტულ ამ შემთხვევაში.
"დაიხსომე" აქ არ არის არც მექანიკური და არც კუთხური .ზოგჯერ სჯობს უბრალოდ თქვათ-ვის არ მოსვლია-ეს იქნება "ჩესნო"
პოეტური მეტყველება, -ამ შემთხვევასი ძალიან სასაცილოდ ჟღერს
ასეთ შემთხვევაში ისღა დამრჩენია, შეგახსენოთ, რომ არსებობს საძიებო სისტემა ,, გუგლი”, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ ამ სიტყვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია. სწორედ ეს სიტყვა - არ გახლავთ ჩემი პოეტური შემოქმედების, ან რამე დერივაციულობის ნაყოფი.
იგი სალექსიკონოა!
ნამდვილად მიხარია თქვენი სტუმრობა და ყურადღება, მაგრამ ვისურვებდი, ამ და სხვა შემთხვევებშიც, თავად მიპყრობოდით ქართულ ენას მეტი ცოდნითა დ პატივისცემით.
თუ თქვენი ამგვარი აქტიურობა იმითაა გამოწვეული, რომ მქონდეს სავსებით მოსალოდნელი რეაქცია და საპასუხოდ თქვენი ნაწერები წავიკითხო, არ გამოვა ეგ ამბავი.
ჩემი წასაკითხები მყოფნის.
ეს ლინკი უცებ მევე მოგიძებნეთ , გუგლში”. იმედი მაქვს, დანარჩენისთვის თავად გაირჯებით
https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
ისევ ვერ ახვედრებთ--არა სიტყვათა წყობა "პოეტური მეტყველება"ჟღერს სასაცილოდ ,არამედ ამ სიტყვათა წყობის აბსურდის დასაფარად,ანუ ფარად
დერივაციულობის ნაყოფი.-თანამედროვე პოეზიის საცოდაობაც ასეთი ორგანულად უცხო ქართული ენისთვის "დერივაციულობაშია"
თუ თქვენი ამგვარი აქტიურობა იმითაა გამოწვეული, რომ მქონდეს სავსებით მოსალოდნელი რეაქცია და საპასუხოდ თქვენი ნაწერები წავიკითხო-ჩემს სათქმელს ამბობთ.,..მეც იმიტომ დავეშვი -იქნებ მართლა რაღაც კარგი ხდება პოეზიაში მეთქი.....შევცდი-არაფერი ხდება
ჩემი წასაკითხები მყოფნის.----"წასაკითხები"?რა შუაშია "თხები?ასეთი ქართულით შორს წახვალთ----ოღონდ არ ვიცი, რა მიმართულებით....."მაგი ახლა ,გაბრაზებულია"
ანუ თქვენ "პროზასიც"ისე ძლიერი ხართ,როგორც პოეზიაში.
კარგია რომ ინტერნეტი ყველაფერს შეინახავს
ნინო დარბაისელი სტრონი
პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი...მდა,ეს "კრიტიკოსი"ძალიან თვალსისაცემია..ანუ კრიტიკოსის გაკრიტიკება ტაბურებულია..მე ჩინით ვარ კრიტიკოსი და შენ ვინ მოგცა უფლებაო,ვაი ,ტიგრანზაო,უი ტიგრანაო....და თავის მართლების უსუსური რეჟიმი უცოდინრობის მისაჩქმალად.მოთრეული სიტყვებით აპელირება განათლების "გასამყარებლად"ბრავო!!!!
…და თქვენ კი ბიოგრაფიას დაიმშვენებთ ფაქტით, რომ თვით დარბაისელს ეკამათეთ, არა?
მერე რა, რომ საკუთარი კადნიერებითა და არცოდნით - პროფესიონალიზმსა და ცოდნას უპირისპირდებით!
მაგის გამგები - ვინაა!
სიმრავლე - მუდამ თქვენს მხარეს იქნება, რადგან პირობითად, ათი კაცი რომ ავიღოთ, ათში ცხრა, მეტადრე საქართველოში თქვენზე უკეთესი ნამდვილად ვერ იქნება.
ერთ მეათედში ანუ ათ პროცენტში მოხვედრა კი - არაა მარტივი.
და თქვენ კი ბიოგრაფიას დაიმშვენებთ ფაქტით, რომ თვით დარბაისელს ეკამათეთ, არა?ამას დრო გაარკვევს,ნუ ჩქარობთ.ყველაფერი ისე დალაგდება,როგორც ჯერ არს .დარბაისელი კი არა და ბაგრატიონი გადააგდეს
მერე რა, რომ საკუთარი კადნიერებითა და არცოდნით - პროფესიონალიზმსა და ცოდნას უპირისპირდებით!
"გეხსომებათ"ალბათ პროფესიონალიზმის მწვერვალია
და ისა... "წასაკითხები"ბევრი დაგრჩა?
სიმრავლე - მუდამ თქვენს მხარეს იქნება, რადგან პირობითად, ათი კაცი რომ ავიღოთ, ათში ცხრა, მეტადრე საქართველოში თქვენზე უკეთესი ნამდვილად ვერ იქნება.
სამწუხაროც ისაა, რომ ჯერჯერობით ცხრავე თქვენია და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ
მერე რა, რომ საკუთარი კადნიერებითა და არცოდნით - პროფესიონალიზმსა და ცოდნას უპირისპირდებით! ფაქტები?
მე ფაქტებით ვაპელირებ.შენ-არაფრით.
ახლა მოძებნა მეზარება. სადღაც მწერდით,, “დავითვერ” არაა კარგი ქართულიო.
ალბათ თავანკარობის ამბები უკეთ მოგეხსენებათ.
ასე უნდა ვეძებო გუგლში თქვენი ამოჩემებული ყველა სიტყვა და მზამზარეულად მოგართვათ წყაროს დამადასტურებელი ლინკი?!
ის მაინც არ მოგისმენიათ, ძალიან ქართულ-ხალხური?! -
დავითვერ, ნისლმა დამათრო,
აბანოთ ჩამამდინარმა.
https://say.ge/word/davitveri
ვატყობ, რომ არსებობს გარკვეული საშიშროება, რომ მალე მომწყინდეს თქვენისთანა ფრუად პატივსაცემსა და ანგარიშგასაწევ მკითხველთან უშუალო დიალოგი და ძლივს ნაშოვნი - დამეკარგოთ!
დავითვერ” და "სიდოური"ქართულია, თუ ვიღაც სომხები მღერიან ბაიათებში ასეთ ქართულს?
ნუ что позволено юпитеру не позволено быку ,სად ერეკლეო....მერედა ვინ გითხრა რომ ლეონიძე არ სცოდავდა?
და ესეც არ იყოს, იმის პატარძეულს თუ უხდებოდა ,მაჩხანას რატომ დაამშვენებდა?
ახლა მოძებნა მეზარება. სადღაც მწერდით,, “დავითვერ” არაა კარგი ქართულიო.-მე იმას ვწერ ,თუ კუთხურით წერ აზრი დედანთან სწორი უნდა იყოს,ანუ ლექსში ეს უნდა ჩანდეს მთლიანობაში.ხოლო თუ "გამართულად,ნუ...მაშინ "გამართულად".მე ძალიან კარგი ალღო მაქვს და ვხვდები სად კილოა და სად უცოდინრობა