ბოდვა
დედი, არ იფიქრო, რამე სჭირსო. კაჟივით ვარ! ეს - ასეთი ლექსია, საქმე არ მქონდა და გარითმვით ვერთობოდი.
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ბოდვა
ბევრი არც რამე აუხდებოდა
და არც ბევრისა იყო მთხოველი.
პატარა ტვინში ასე ხდებოდა -
ერითმებოდა სიტყვა ყოველი.
გაიგონებდა სიტყვას “ლენინი”,
და იქვე იყო “გამოვლენილი”
იტყოდა ვინმე ჩუმად “სტალინი”
იყო “ტალინი” ან “ნაფტალინი”.
ხელფასი იყო სულ ,, ხალიფასი”
და შვებულება “ - ”დაშვებულობა”
ხალიფას ჰქონდა “ახალი თასი”.
ლხინში სჩვეო”და აშვებულობა”.
იტყოდა ვინმე სიტყვას “პარტია”,
ანდა ეწერა თუ “კომუნიზმი”,
რაო, “კარტია? “ “ბონაპარტია”?
ანდა ვის მისდევს ეს “კამო კლიზმით”?
ია და ჭია, მერე - ბაჭია,
მერე ბიჭია, მოუბოჭია
მაიმუნს პირი დაუმანჭია,
კოჭია, ამას მისდევს … გოჭია.
ამ პოეზიას რაღად შეები,
ვერ იყავ კარგად ნაპატრონები?
სხვა გქონდა ტვინის ბუდე-შრეები,
სხვა კავშირს კრავდნენ ნეირონები?
შენ კი - ჯიუტად წერდი ვერლიბრებს,
იცოდი, გჭირდა უაზრო ჩვევა,
რითმით - სათქმელი - თავს იხეიბრებს,
არც არაფერი ამოირჩევა.
ხანში შესული თუ არ დადუმდა,
თუ მოიდუნა ტვინის მუხრუჭი,
ვეღარ გაიგებს, რითმა რად უნდა,
ვის უნდა მისი ნარითმი ფუჭი!
მას შეუძლია ცამდე გარითმოს,
ან უსასრულოდ წეროს ვერლიბრი,
თუმც დასათმობი უნდა დაითმოს,
ვისი აქვს ვალი, რითი ვერ იბრის?
საშინელება არის ნამდვილი,
წლებს რომ მოჰყვება უმუხრუჭობა,
თქმა ყოველისა ხდება ადვილი,
არც მოქმედება არ განიბრჭობა.
რა წაგაკითხებთ ამ ნაბოდვარებს,
პოეზიასთან არც უდევს წილი.
აგდია ნინო, სიცხით ელვარებს.
დავარდნილია და დალეწილი.
ეუბნებიან: -იქნება ადგე,
გადაგიხდია ზეწარიც თხელი!
აღარ ანაღვლებს, რა იყო ადრე,
ან რას იფიქრებს ახლა მკითხველი!
ეგონა, დროზე, გავიქცეო და
წაიქცა, განა დაკაწრულია;
ეგონა, ზეცა დაიქცეოდა
მისდის სულია, დაისრულია,
გულში - ცრემლია, თვალზე - რულია,
უიმედობა უკვე სრულია,
აი, ასეთი დასასრულია!
ხალისით უნდა დასრულდეს ლექსი.
თავზე ვინ მადგას?- ქმარი თუ “ექსი”.
დილის შემოვლა, საათის ექვსი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
17 კომენტარი
მთხოველი.?
პატარა ტვინში ასე ხდებოდა -
ერითმებოდა სიტყვა ყოველი.--------------ვის და რას?
გაიგონებდა სიტყვას “ლენინი”,
და იქვე იყო “გამოვლენილი”
იტყოდა ვინმე ჩუმად “სტალინი”
იყო “ტალინი” ან “ნაფტალინი”. ======ბლაბლაბლა
“კამო კლიზმით”?სულ ტრაკის ,მძღნერის და კუილის გარშემო ტრიალებს პოეტი
ნაპატრონები?-ამის დამწერმა უნდა ჩააწყოს პატრონები და ....ნუ ...ან უნდა მოეშვას
ია და ჭია, მერე - ბაჭია,
მერე ბიჭია, მოუბოჭია ვინ ვინ და რატომ,,გაიგეთ?
ია და ჭია, მერე - ბაჭია,
მერე ბიჭია, მოუბოჭია
მაიმუნს პირი დაუმანჭია,
კოჭია, ამას მისდევს … გოჭია.--ამის დამწერი მართლა პროჭ======ია
ამ პოეზიას რაღად შეები,---და იმ პოეზიას რა ემართება ამ დროს?
ნაპატრონები?
გჭირდა უაზრო ჩვევა,-გჭირდა ჩვევა?
დაითმოს,?
განიბრჭობა.
ვერ იბრის?
ეგონა, დროზე, გავიქცეო და
ვერაა დროსა და სივრჩეში--------------ეგონა დროზე გავიქცევიო ანიქნება რდოზე გავიქცეო.შთაბეჭდილება მრჩება რომ გენეტიკურად არ არის ავტორი ქართველი.იმდენად არ არის ,რომ აზრობრივად უჭირს დალაგება სიტყვების ერთ წინადადებაშიც კი.
მისდის სულია, დაისრულია,?
ბლაბლაოიდების უბადლო ბელადი!
სულ საკუთარი თავი და სახელი რატომ გელანდებათ, სადაც კი თუნდაც სიტყვა “გოჭი”დაგხვდებათ? ( თუმცა არ გამოვრიცხავ, იგულისხმებოდეთ, კიდეც. ქვეცნობიერი - ოხერია!)
გამძვინვარებული მეგალომანია გჭირთ?
ჩემი საქმე - გასაგებია და არც არასდროს დამიმალავს - ასაკოვანს, საქართველოსგან ძალიან შორს, რომ იტყვიან, როლექსივით მაქვს ცხოვრება აწყობილი და ქართულ გარემოსთან კონტაქტს ინტერნეტში ქართულად წერით ვინარჩუნებ, თანაც ძალიანაც ვერთობი და
დავიჯერო, ჩემზე მოცლილი ხართ მანდ, ტურფა საქართველოში თუ ხელოვნურმა ინტელექტმა ასე გადაგრიათ?