სევდისა და სიცილისათვის (სონეტი)


ნინო დარბაისელი

სევდისა და სიცილისათვის
(სონეტი)

ზოგჯერ თუ  ფიქრი მომეძალა,
ვსევდიანდები, 
ღმერთო, გაძლების მომე ძალა,
ნუ გვიანდები!

ქვეყნად რამდენი იარება
გაჭირვებული,
რამდენს სჭირს ცრემლის  ღვიარება, 
არის ვნებული!

მე კი დავმდგარვარ მოწყენილი.
გოიმობაა!
თავხედის დავიწყე  ნირი - 
- უფლის გმობაა!

 რად დავიწამო  სხვისი  ცილი?
 არ სჯობს სიცილი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი