ეს კოლიბრები (სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი ეს კოლიბრები (სონეტი) (ზღვას ენატრება იყოს პატარა, ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი.- ვალერიან გაფრინდაშვილი) ან ვკვდები ანდა მართლა ვბერდები, გამაგებინეს ამ ჩიტუნებმა. გამევსო ეზო ჰემინგბერდებით, მორჩა კატასთან ჩაკრუტუნება! თითქოს სუყველამ პირი შეკრაო, გამოკვებეო, რა ჩიტებია?! კოლიბრი! მიხვდი, თავო, შე კრავო?! ლექსი - ამდენხანს გულში გდებია. დაფრენს წაღმა და მერე უკუღმაც, შვეულმფრენივით ცაშიც ჩერდება. ვუსხამ შაქარ- წყალს, - ბოღმა ერევა, შეხედეთ, ჯეის - ცისფერგვერდებას! ძილშიც კოლიბრის მესმის ზუზუნი. რატომ დამიხვდა დღეს მობუზული?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი