ანა დარბაისელს
ანა დარბაისელს ,,- და-და, და-და, და-დამ, იყო ორი და და ორი და ერთად დარ-ბო-და მუდამ! ეს კითხვები დებს ბავშვობიდან სდევს: ნეტა, ნაცარქექია რად ამარცხებს დევს?. რწყილი ჭიანჭველასთვის რომ დაეძებს ხსნას, უკან თუ ვერ დაბრუნდა, რაღა უნდა ქნას? თუკი წვიმა ჟუჟუნა მინდორს ნამავს დღეს, მოსაკლავად თვალი ვის რად დაადგეს? ყველაფერი გახუნდა, გაცვდა, დახავსდა, მაგრამ არ დაეცემა, ვიდრე დას ჰყავს და. ერთად ვდარდობთ, ერთად ვძლებთ, ცრემლიც ერთად გვდის, საიდუმლო გულისა დამან იცის დის. გეფერები შორიდან!".. მე, უბრალოდ, ამ რითმებს ვრანდავ, თავი რომ შეიქციოს დამ. და-და, და-და, და-და-დამ, და-და, და-და, დამ! 2014 ნინო დარბაისელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი