ვარიანტი ბე


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვარიანტი ბე

(სონეტი- ეპიტაფია) 

სურვილებით ბარე თავსაც გადავაჭარბე.
თან დამდევდა სიღარიბე, ცოტაც  სიხარბე,
მიზნისაკენ მიმავალმა წესად შევიტკბე:
ვარიანტი ა - აქტივში,   თადარიგში - ბე.

წარბს - წარბობა უწერია და ყალბს-სიყალბე,
ბევრ მეგობარს დროზე ადრე დავემშვიდობე,
ჭორის ძიძას  არაერთხელ უბე გავუთბე.
მე ვარიანტ ა - ს ვეძებდი, რად მრჩებოდა  ბე?

სადაც რამე შევიგულე, ნაღდი მთხოვეს - ბე!
მარტოობის ღამეები  ცრემლში დავილბე,
შავი კაბით შემეცვალა ჭრელი საკაბე.
სულ ვარიანტ ა - ს ვეძებდი და მრჩებოდა  ბე.

სულერთია, აქ ვინ ვისი პრო და ანტია. 
ბოლოს ქვაზე სიტყვა რჩება - ვარიანტი - ა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი