ფინალური ფრაგმენტი სამშობლოს


ფინალური ფრაგმენტი სამშობლოს

არც  რა მაკვირებს და არც დიდი გასაბჭობია!
სულ მოსახლეზე სათითაოს ქმნიან პარტიებს.
იმ ქვეყანაში, სადავ ყველა ყველა მჯობია,
უკეთესობას ახლობელიც არ  გაპატიებს.

 ეგ ხომ ვიცითო, შენ ახალი გვითხარო რამე.
ხვალ რა იქნება, რას ველოდოთ, რა იმედია?
დღეის  ხვალოვნურ ინტელექტზე წუხს მეპროგრამე. 
მართავს სამყაროს მედროვე და მისი მედია.

ყველა ქვეყანამ გამოკვეთა რაღაც პროფილი,
ერყოფილის კი  - უცვლელია მაინც  ბუნება 
და ისტორიის სწორ მხარ-თეძოზე წევს დაყოფილი, 
კაკლის ჩეროდან გრილი სიო ელამუნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი