ძებნით დაღლილი და მოწყენილი
#ლექსები ნინო დარბაისელი ძებნით დაღლილი და მოწყენილი მან დაიჯერა, ადამიანი რაწამს მოდისო ამ ქვეყანაზე, ციდან მფარველი ანგელოზი ენიშნებაო და რაკი ხიფათს გადაურჩა ათიათასჯერ, იფიქრა, დროა, ერთხელ მაინც გამოვხატოო მადლიერება. ნეტა ხმა როგორ მივაწვდინო, რა ვუთხრა და როგორ ვუთხრაო. ათვალიერა ალბომები და შეისწავლა, თუკი რამე შეიძლებოდა, არც წირვა-ლოცვას დაკლებია თვალმოფაციცე, ქვეყნად სად აღარ იხეტიალა, უკუკავშირი იმ მფარველთან არ მყარდებოდა, ბოლოს თავ-ფეხით გაიხლართა ციურ ჭიპლარში და ერთხელ მიხვდა, უბრალოდ მჯდომი, ძებნით დაღლილი და მოწყენილი. და როცა მიხვდა. მიმოიხედა და ახლაღა აღმოაჩინა. რომ დედა უკვე არ არსებობდა… მიყვარხარ, დედი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი