ბებერი ოსმანი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბებერი ოსმანი

მესიზმრა ბებერი ოსმანი,
არაყს და  ნატეხ პურს დასჯერდა. 
შევუქე ფუნჯისა მოსმანი, 
 მადლობა  წარმოსთქვა ასჯერ და
გადაჰკრა, უმატა ხველასო,
თქვა, დავავიწყდიო ყველასო.

ცა იყო ლურჯი, იდუმალი,
 მენიუ ეხატა მკაფიო.
სად გინდა ყოფას დაემალო, 
მოგწვდება ლაფი და ქაფიო.

ტონების, ფერების სიმკვეთრე,  
 სინაზე უხეში მონასმის,
 შორს რაღაც მონასტრის სითეთრე,
ბატკანის ბღავილიც მოისმის.

სიზმარი  -  ეს - ათასჯერადი, 
ეს ლანდი - მუნჯი და მღერადი!
ფირია ის - ბერის ბერადი, 
 აქაა შავ  ფონზე - ფერადი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი