მონ მარტრია - მოწამეთა
#ლექსები ნინო დარბაისელი მონ მარტრია - მოწამეთა იმერეთის ნიავია -გამეფიქრა- პარიზში ვარ, აქ იმერეთს რა უნდა! წინ - მთა მედგა, ამიყვანდა ფეხით იქ რა! ლიფტით ადი!- ჟინი ამიხმაურდა. მოწამეთავ, შორეულო, პაწაწინავ, ეს რამხელა მოსახელე გყოლია, ჩემს ნაფიქრზე მე თვითონვე გამეცინა, ბავშვობაზე ფიქრმა ამიყოლია. ძირს პარიზი გადაშლილა ხელისგულად, ცაზე გავლა რამდენჯერ გინატრია! ჩანს, ხსოვნიდან არაფერი დაკარგულა. მოწამეთა - ფრანგულად - “მონ მარტრია”. მშობლიურის ყველგან ძებნით რა ვიურვე, უცხო მუდამ ძნელი გასაგებია? თავქვეში ვარ. პარიზშიაც ფეხქვეშ თურმე მოწამეთას შემოდგომა მგებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი