სახვარამზეონი
#ლექსები ნინო დარბაისელი სახვარამზეონი ბევრმაც გამოსთქვას შაირი, ბევრმაც იამბოს ვარამზე, სხვას - ჰყავდეს სულ სხვანაირი, მე - მყავდეს ჩემი ხვარამზე! ბნელში ვიჯექ და ინათა, ამოვიდოდა სხვა რა მზე, ალმასებს ირგვლივ მბრწყინავთა ვაბნევდი ქალი - ხვარამზე. მე ვარ - ხალხური ნესტანი, ტარიელია - ვაჟიკა, ტრფობისა მსჭვალავს ნესტარი, ილევა, როგორც კაჟი-ქვა. ვერცა რამ გამახალისა, ჩამოვდნი მე - ზეზეული. თვალეთ თუნდ ერთი ქალისა - ამბები ხვარამზეული. ყოფასშებმულთა ფიქრი, მართ, ფერს იცვლის - ქამელეონი! ნახვარამზევად ვქცეულვართ ქალნი - სახვარამზეონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი