მოდილიანი პარიზში


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მოდილიანი პარიზში


ბოლო ფოთოლცვენა. ქარია.
ციდან წვეთ-წვეთობა ცვივა,
დახურეს, თუ სადმე კარია.
გარე მაგიდები?!- ცივა!

მნახველთა სეზონი დასრულდა,
მოდიხარ, განცდილი მოგაქვს.
- ნახე, რაც ინატრე და გსურდა?
თუ ვერა, მერმისშიც დრო გაქვს.

- ლუდი? - უამოა, კბილი კბილს
სულ კაკუნ-კაკუნით მისდევს.
- ვისკი სჯობს ლიქიორს გემოტკბილს,
რაც უყვართ, აქ მუდამ ის დევს.

ისევ იწმინდება ქუჩები.
თითქოს არაფერი მოხდა.
სადღაც გაკრეფილან ურჩები,
მომწყობნი იმ ამბოხთა.

დასრულდა უაზრო კაპრიზი.
ყვითლებში - ვიღაცა მოდის.
წამით ირინდება პარიზი,
იცნობს ლივორნოელ მოდის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი