ჩინებულება ჩინური


ჩინებულება ჩინური

სასახლის მქონემ  - დააყვედროს  ქოხი - უჭეროს,
ქოსატყუილამ - მართალს - სიტყვა არ დაუჯეროს,

გულკეთილობა - დაუწუნოს მაძღარმა მშიერს,
დასაცინავად ჩაუფურთხოს მერე ჯამში ერს.

ამის მხილველმა  - აღარ იცი, ვის რად მიმართო,
გამოერიდე სოფლის ყოფას, ეყუდე მარტო! 

ხომ არ გეცნობათ ეს ნათქვამი, პატივცემულო?!
აზრი - ჩინური, გავრითმე და ისე ვჩემულობ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი