შენი კაშნე და ნაქსოვი ქუდი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

შენი კაშნე და ნაქსოვი ქუდი

 მაინც რატომ კლავს გაზაფხული
ერთად ნაზამთრალ
სიყვარულებს? 
ზამთრის გამძლები - გაზაფხულობით აღარ უნდა იღუპებოდეს. 

ო, გაზაფხული  - ყოველწლიურად   გარდაუვალი, 
ვისაც აქვს - ართმევს,
ვისაც არა აქვს - ძალით აჩეჩებს.
 ვისაც არასოდეს არა ჰქონია, 
მას არც ექნება,
ათასჯერაც რომ ეიმედოს.

 შენი  კაშნე და ნაქსოვი ქუდი  შემოსასვლელში ორ კაუჭზე,
 ღამ-ღამობის სიბნელეშში იეროგლიფობს:
“დასასრული დასაწყისია”
ანდა  პირიქით:
“დასაწყისი  დასასრულია!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

• რადგან ჩინურ დამწერლობაში „დასაწყისი“ (本) და „დასასრული“ (末) ერთი და იმავე ხის (木) იეროგლიფისგან იწარმოება მხოლოდ ერთი პატარა ხაზის (კაშნესავით ჩამოკონწიალებული ან გადაკვეთილი შტრიხის) გადაადგილებით, ლირიკული გმირი ამ ნივთების ყურებისას ვეღარ არჩევს: ეს ნივთები აქ ვიღაცის დაბრუნების (დასაწყისის) ნიშნად კიდია, თუ სამუდამო წასვლის (დასასრულის) საბუთად.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი