ჭუნია (სონეტი)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ჭუნია
(სონეტი)

1924 წელს პაოლო იაშვილის ძმა - ჭუნია (ვასილი) ბოლშევიკებმა მოკლეს შორაპანთან.   ავადყოფ დედას პაოლო წერილებს  წერდა ძმის სახელით.


დედა, კარგად ვარ, 
შორაპნიდან აქ წამოვედი,
აქ ქირით ვდგავარ, 
უცნაურად მიღიმის ბედი. 

გწერ ირანიდან
 ვჩქარობ,  ვატან, რა ვთქვა საფერი?
მჭირდება? მინდა?!
 - არ მაკლია აქ არაფერი.

 მაქვს ჯანმრთელობა. 
ირგვლივ ყველა  მექცევა კარგად.
ფული? - სამყოფად!
არ ვაწევარ არავის ბარგად.

ლხინით ავსილი,
მონატრული შენი ვასილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი