ქუთაისური ბოჰემა


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ქუთაისური  ბოჰემა

  
      ცისფერყანწელებმა  ნაპარიზალი პაოლოს შეგულიანებით,  სცადეს ბოჰემურობა, მაგრამ არაფრით გამოვიდოდათ, რადგან  მდიდარი ექიმის შვილის - კოლაუ ნადირაძის გარდა, ისედაც, მეტნაკლებად ხელმოკლე გარემოდან იყვნენ.

პოეტი, თუნდაც ენამჭევრი, 
უღვინ-უარყო?!
ჯერ უნდა გქონდეს ფული ბევრი, 
რათა უარყო!

სხვებს აჩერდები,  გსურს გაგიყონ
 ლუკმა - არმიდან?
ჯერ გვარიშვილი უნდა იყო,
რომ თქვა, “არ მინდა!”

სიღარიბე რომ ისახელო,
იწინისწინო,
ჯერ უნდა გედგას სასახლე, რომ
ხიდქვეშ იძინო!

 გსურს  არტისტული ამბოხება?
 სხვაა  - ბოჰემა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი