ლემენტაცია ახალგაზრდა პოეტზე


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ლემენტაცია  ახალგაზრდა პოეტზე

უდროოდ სიკვდილს რატომ ბარდებიან!მკვდარზე  ეს რამდენი ვარდებია,
მინდვრის ყვავილები - კონა-კონა,
ამდენი - ერთად ვინღა  გაიგონა!
რა კვდომისფერი აქვს იასამანს!
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარ -სამანს
რად ვეთამაშებით პოეტები? - 
ზოგჯერ თუ ხანძრად მოვედებით,
ზოგჯერ სხვის ხანძარში ვიხრუკებით, 
მივდევთ ვის გუმანით, ვის - რუკებით.
მე - კი შემოვბერდი, რა მხეცი ვარ, 
მწიფეს ესვრიან და მკვახე ცვივა.
რამდენი ვილექსე და ვიყაყანე,
სიკვდილო, ნეტა კი  მე წაგეყვანე.
ბებრის  არსებობას - ფასს რა დასდებს, 
რატომ დაერიე ახალგაზრდებს?!
ბნელში ინთებიან და ქრებიან, 
ზეცას პოეზია დაკლებია?
კიდევ ცოტაც და ავალთ ყველა.
ოღონდ ნუ იჩქარებთ, ნელა-ნელა,
დაგვხვდებით, ვინც გული დაგვიბნელა,
ვინც თავის სიკვდილით დაგვანელა.
…
წყალი, ქალებო, გულის ქარი ამოვიღე,
დღე დღევანდელი ვათარიღე, 
მიწაო, წამიღე, პირი მიღე!
 მოვიკუნტე და  სულმთლად მოვიმჯიღე,
ცის კარო,  ჩემთვისაც გამოიღე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი