გამოკოცნები


#ლექსები
ნინო დარბაისელი

გამოკოცნები

წარსულზე ფიქრში გულს ბავშვობა ამიხმაურდა.
მხეცი შვილები, 
ჩვენ რომ ვიყავდით, ისეთი უნდა!

ჭერზე დავრბოდით,
 რა უძლებდა იმ ჩვენს სირბილებს,
ფრთხილად იყავით, 
დედა როცა ხმას დაირბილებს, 

ეს იმას ნიშნავს, რომ სასჯელი გიახლოვდება  და ვერ გიშველის თავმართლება, 
მიდებ-მოდება.

დღიურში ნიშნებს ვაგროვებდი,  წინ დავუდებდი,
- ჯილდო რა არის?!  - დედის კოცნა,!არ დამავიწყო… 
(უნდა  მეცადა  იმ კოცნისთვის ნეტა როდემდი?) 

იმ ერთ კოცნასაც,
ხომ ბოლომდე  არ შეგვარჩენდა,
(ხომ დააშავებს ბავშვი რამეს, თუ არ გაჩერდა?! )

“მხეცნო, ამაში მე ნინოსი ხელწერა მეცნო, 
დამაცათ,   შაბათს ერთიანად რომ გამოგკოცნოთ!

 ო,   მუქარები, ვითომ-ვითომ  საავდროები, 
და-ძმანო, გახსოვთ ჩვენი ბავშვობის 
ნეტარდროები.

როცა დავტოვე ეგ კერაც ნებით, 
როცა შორსა ვარ თქვენგან ოცნებით, 
მჭირდება დედის
ის საოცრები, 
ის  - შაბათური გამოკოცნები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი