თოვს
#ლექსები
ვიპოვე.
ესე იგი, რა მიქნია მოცალეობის ჟამს, სტროფები მირითმია მიყოლებით (abcd abcd abcd abcd. მართლა, რა სისულელეა!)
ნდს
თოვს
(ციკლიდან - ეტიუდები)
რა მძიმე ცაა, ტყვიისფერს მოსდევს თოვა,
იქნება ჭყაპი და დიდი ფანტელიც,
კატის ნაბიჯით, ისე ვით პოდიუმზე,
მიიიგრიხება ხე, ქარი შხუის- ,ბიის!”
დღე დღევანდელი აღარასოდეს მოვა!
შემცდარი არის, წარსულს გასცქერის ვინც,
ისიც მომცდარა, ვინაც მომავალს უმზერს,
აწმყო დგას! …თუმცა როდი დგას, გაგვირბის!
მირბის და მიაქვს ჩვენი ლხინი და გლოვა,
სხვაა აწმყოსი საგლოვიც-ნაგლოვიც,
არ გაიშეშებს თავს ვით პანოპტიკუმზე
აჩრდილად ცვილის, არ მისაკარების.
ნეტა მოსვლაში ისეთი ვინ რა პოვა!
ხელს გაიწვდენ და დაგიძახებენ ,,ციც!”
იფიქრე ჩემზე, გინდ ჯალალ ედინ რუმზე,
მაინც ჩანს სხივი ბოლოში გვირაბის!
თოვს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი