რიალტონანტის მონორაიმი
#ლექსები ნინო დარბაისელი რიალტონანტის მონორაიმი ის - აღარ მოვა, ლეიტენანტო, ვენეციაში დრო უნდა ფანტო. ამაოდ დგახარ ამ ხიდზე მარტო, ქცევით - მორჩილო და გულით -ანტო! გონდოლიერთა ისმის ბელკანტო, ყოფიერების კენტო ჭიკარტო, უკვე წასულო, გაჭრილო კარტო, ცივა, ბოლომდე შეიკარ პალტო! გინდა ამ ჯებირს შემოესალტო, უცხო ტურისტო თუ ექსკურსანტო? ეს ხიდი ბევრმა ცრემლებით ალტო, პონტე რიალტო, პონტე რიალტო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი