ეს ერთგულება ძაღლური


#ეტიუდები

დღეს ახალი  კონვენციური ფორმების ქმნის ხასიათზე ვარ. წეღან ერთი ხომ დავდე, ესეც - მეორე!
 მარცვალდაკლებული, ლოგაედური  რვამარცვლედი  სტროფები (8887),  გარითმვის სქემა  AAGF, BBGF, CCGF, 
DDGF, EEGF.
დაფიქსირებულრეფრენიანი  სტროფით შევკარი კომპოზიცია.

ნდს

ეს ერთგულება ძაღლური

აქ სამი ვინმე მარხია.
ახლოს - გაჭრილი არხია.
მოყინულია მთლიანად, 
ზამთარი არის რადგან.

ცოდვით შიგანი მეწვება.  
ძაღლი მოდის და  ზედ წვება…
ან გარეულად თვლიან რად?
ზოგჯერ - დარაჯად ადგას!

ერთი გრანიტის ქვა  ადევს,
(მოუტანია განა დევს!)
ძაღლი შორით ჩანს იარად,
დარდობს სამივე მათგანს!

არ გინდათ ვინმე, ერთგული,
ასე - ზედ  გადაგებული!
სხვას  - ვის რა წაუღია,  რა!
ნახეტებს, ნაწოლს, ნადგამს?

ან ერთგულება ძაღლური,
მორჩილი, არ ქედმაღლური,
აქ მყოფს, (იქ წასულს კი არა),
ვის რაში გამოადგა?

აქ სამი ვინმე მარხია.
ახლოს - გაჭრილი არხია.
მოყინულია მთლიანად,
ზამთარი არის რადგან…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი