საგიორგობო


გილოცავთ გიორგობას! წმინდა გიორგის მადლი და ძალი გფარავდეთ!

ნდს

საგიორგობო

,,რაც არ უნდა ბევრი გქონდეს -
უხვად არიგო,
არას გარგებს, ღვთის სიტყვა რომ
ყურად არ იღო."

- მადლი ჰქმენი? -დაივიწყე,
არ ათარიღო!
გაიხარე,
თავი კი არ გაიტარიგო!

გიორგობის მადლი იმას,
ვინც ეს გაიგო,
ვისაც ბოლო ლუკმა ჰქონდა -
- სხვისთვის გაიღო.

ვინც არ შედრკა და ბოროტი
ფეხქვეშ გაიგო,
ცხონდა, კარი სამოთხისა
მისთვის გაიღო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი