სოკოჭამია
#ლექსები ნინო დარბაისელი სოკოჭამია სულ დრო გვიდგას ისეთი, სულ ისეთი ჟამია, ესიძება ქართველებს ვინმე სოკოჭამია. დას მისწერა იმგვარი, დას მისწერა ისეთი გარყვნილება, ჩვენსას რომ ხატად ჰყავდა ის - ერთი. თვალი არ დაიჯერებს! გულწრფელობის წამია?! - ვარიანტად - კარგია? სიყვარული - ხლამია? ჭკუა ჰქონდა! უკვდავი შექმნა მან სატირანი, სად - ქართველთა დასები, სად - კვდომა, სად - ირანი! მერე მოდის ქვრივობა, რჩეულ კაცთა ტრფიალი, ყველას ერგო უარი, როგორც შხამი ფიალით. ხელმოკლე თუ ხელგრძელი მისთვის უკვე ერთია, ღამე მისი - თეთრია, სჯობდა, ბედს არ ეთრია. ამას მოსდევს ქართული, მარტივი ნარატივი - ერის რჩეულს ერგება იქ დაკრძალვის პატივი. მთაწმინდიდან ნაბერი როგორი ნიავია! კარგია თუ ავია, დღეს წარსულის ჩქამია. დარდით ჩაშავებულზე თვალზე მუდამ ნამია, საქართველოვ, იგლოვე ერთიც - სოკოჭამია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი