მეზალიანსი, მეზალიანსი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

მეზალიანსი, მეზალიანსი

(სონეტი)

კონკია რომ პრინცს გაჰყვა
და თაფლობაც  გავიდა, 
 ხომ არ იცი, გეთაყვა, 
რამ გაჭედა გავითა?

პრინცმა ჰარიმ მერკელი
რომ შეირთო, მას მერე
 გახდა ჩიტთა მრეკელი,
 ბალიშს ცრემლით ასველებს.

 “ოქროს მთხრელის” ბედია,
დათმოს, რაც სათმობია,
ბევრსაც გაუბედია, 
ბევრს  - დაეწყო ფობია.

ყოფა -  უსუსურია,
 მეზალიანსურია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი