ტბა რედნორი
#ლექსები ნინო დარბაისელი ტბა რედნორი წყვილთა წყნარი საუბრები, სიო, ფოთლის შარიშური, მენატრება მეგობრების თეთრი შური, შავი შური! მზეა - ცაზე - გეგონება, ვალს უბრუნებს არემარეს, ცაა - უხვად აწინწკლული გადამფრენთა გუნდებით. ესეც ლექსი - არაფერი! ტყეში ფეხით გავიარეთ. ფეხქვეშ ფოთლის შარიშურით რედნორიდან ვბრუნდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი