მასკარადი - ისევ მიქელანჯელოს
ნინო დარბაისელი მასკარადი - ისევ მიქელანჯელოს (18 თებერვალი მისი ხანგრძლივი მიწიერი ყოფის დასასრულია, მარადისობაში - ცოცხალივე იყო .ჯ. ვაზარი: წერს - იგი, გირლანდაიოს მოწაფე, მფარველი ლ. მედიჩის სიკვდილის მერე იმალებოდა ვენეციასა და ბოლონიაში) ვენეციაში გამოქცეულს ვინ გიფარებდა, ან ყოფა როგორ შეიგუე ბოლონიური? ბუანაროტო, გამახსენდი ნიღაბთა შორის, ხმა მესმის შორის, შორით-შორის და ცისკნელიდან ხმას მოჰყვება რამ ზეციური. ო მასკარადი ვენეციის კარით-კარამდი, ყოველწლიური, უცნაური განცდა მარადი! ნიჭს - უნდა მუდამ გამოუჩნდეს ვინმე პატრონი, ნიჭიერები არ დატოვოთ, ხალხო, მარტონი, არ ყოფილიყავ სხვათა მჯობი, შენ, უგონო და გირლანდაიოს შურიანი გული ჰქონოდა, გზას გაიგნებდა სასახლეში შენებრ თავხედი? აქ შენს ნაკვალევს დავხედე და აქვე გავხევდი. მედიჩისათვის რომ არ ეთქვა გირლანდაიოს, (ლანდთა ხელში ვარ, მომეშველე, მაღალო დიოს!) ოსტატს გამისწრო, თუმცა მხოლოდ შეგირდიაო, ან დაეჩივლა, ამ მოჩხუბარს ვინ-ღა სდიოსო…, (შემინდე დიოს, ვით მრავალი შეგინდიაო). გირლანდაიო - ადრე მოკვდა, თითქმის ასისა შენ - გენიოსო! თვალი ცრემლით რად დავიოსო! “მე - სკულპტორი ვარ, რის - მხატვარი, ფერი, წინხედი? ბრუნი ფრესკოზე? რისი - სამი, რა - მეოთხედი? ჰა, მეტისმეტი - მეც ვაჭრისა ვხატო პორტრეტი…” იმ სტუდიაშიც - ხატავდი და მერე დახევდი… აქ - შენს ნაკვალევს დავხედე და აქვე გავხევდი. კანალი - როგორც ხერხემალი, ხიდის მალები, ეს მოლამუნე ნელები და ზოგან - მალები. იქნებ აქ ერთი ნიღბის უკან შენც იმალები და ლანდად მომდევ სიბნელეში თვალნაალები. ო, მასკარადი, სილაღეა, ზეცის კარამდი, კარ-კარ ნავალი მასკარადი ცის კამარამდი, ო, მასკარადი, უცნაური განცდა მარადი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი