მარტის ოფორტი


ნინო დარბაისელი

მარტის ოფორტი
(ციკლიდან - ეტიუდები)

მარტოობა წავიდა.
მარტია და აიდა -
მირკანსა და მირტს!

ვინ რას გემუდარება?
გინდა  გამოდარება.
ძუძუ ეწვის კვირტს.

ზამთრის მორჩა ხატები!
ვინმეს ჩაეხუტები
და გაუბამ ფლირტს,

ქვეყანას დაერევით,
ორნი გადაირევით,
გადაყლურწავთ სპირტს.

სპირტს თუ მიეძალებით,
ვინმე მოვა, ძელებით
ვარჯიშს გირჩევთ, სპორტს.

თუ არ შეეურჩები,
ვეღარ გადაურჩები
ნაადრევ აბორტს.

დროა, ხედავ, აპრილო?
უნდა დავაპრიალო
გემი როა პორტს.

წყლის და მჟავის ნაკადი,
ლითონი -  დანაკოდი -
ზღვა - მარტის  ოფორტს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი