ბრაზის მონორაიმი
ნინო დარბაისელი მონორაიმი ეწოდება ერთ რითმაზე აწყობილ სტროფს. აქ ასეთი ორი გვაქვს. ლექსი - დიდი არაფერი. ეტიუდის დონეს ვერ სცდება. თვითირონიულია ოდნავ. ბრაზის მონორაიმი ზოგჯერ მინდა, შევიცვალო სქესი, მინდა ვიყო, რაც ვარ, უარესი, სულ ცოტა ხნით, დავარღვიო წესი, სულ ცოტა ხნით - მეც დავძლიო პრესი. როცა მხვდება ქცევა უმდარესი, სუსტს თუ ჩაგრავს ვინმე, უბრიყვესი, არა რიდი კაცის, ღმერთის, ზესი, იწვის გული, ვით აბედი-კვესი, მინდა ვიყო მე უმამაცესი, კაცი ვიყო, ჯანით უმაგრესი, დარტყმა მქონდეს მწარე, უმძიმესი, დავუგლიჯო ყველა კუნთი, მყესი, ვიხრიკსწრაფო, ვინ რონალდო, მესი! სისასტიკე არის უაღრესი? მოვილიო ასე რისხვა-ბრაზი, განა მინდა, ვურტყა მეც ნაფაზი?! მინდა ისევ, გავხდე ქალი, ნაზი, ავაჟღერო ვიოლინო, საზი, გავაგრძელო ისევ ძველი ხაზი. მაგრამ ფიქრზე რად მედება რაზი? სიბრიყვეა ესე, განაჯაზი! ვერ მიშველის ვერა შესაკმაზი და ვერც მუხად ვერ ვიქცევი ვაზი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი