ძველუბნური (ციკლიდან - ეტიუდები)


ნინო დარბაისელი

ძველუბნური
(ციკლიდან - ეტიუდები)


ამინდია  უკვე თესვის.
ვის მიართვეს? უკეთეს -  ვის?
დრო დამდგარა უკეთესის.
ეს -ვის?
ეს - ვის?
უკეთ ესმის?

რა ჭირი და  სიდუხჭირე?!
საქმე ნუღარ გააჭირე,
გეყო, ცრემლებს მოუჭირე!
ეს - რა პოზა დაიჭირე?
გასაჭორი - გაიჭორა?
ენას კბილი დააჭირე!
მაჭარია? - რის  მაჭარი?
ჭურში ღვინო - ჩაიჭურა.
ჭერი იყო? - აიჭერა,
შენ - გმირი ხარ, მე ვაჭარი…
ახლა უკვე  ავიჭერი,
ბარემ ყელი გამომჭერი,
საქმე ნუღარ გააჭირე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი