თვითგადარჩენა


ნინო დარბაისელი

თვითგადარჩენა

ჩვენი მთავარი სიყვარული ჩვენგან რომ მიდის, 
ღმერთო, ო  როგორ გვეშინია ორმოსი დიდის.
 ვინც კი შეიძლებს,  როგორც შეიძლებს, დაფარავს ძველ ძვლებს
და შენაჩვენებს ერთიანად დაფლავს ნარჩენებს, 
სწრაფად შეავსებს ვინმე ახლით  -  გადარჩენილი. 

სულ ამაოა ლოცვა - ვედრება!
 წასულს  -  ახალი  განა რამით კი შეედრება!
ვართ  გადამტანი უკვე  მაგდენის?
 რა მინაქარი?
თვითგადარჩენის   რა ძლიერად გვიბერავს ქარი,
  საით მიგვდენის 
რაღაცა ძალა უჩინარი, (იქნებ -  ჩენილი?)
 რომ დიდი ორმო ამოვავსოთ  - საბედისწეროდ პირდაფჩენილი?

 ქვეყნად ვერავინ სხვას ვერასდროს ვერ ენაცვლება, 
გამოდის მხოლოდ შენაცვლება თუ ჩანაცვლება.
 ეს სიბრძნე ძველი - ძველ ტკივილებს არ დამიამებს. 
ზოგიც მათ ვკითხოთ -  ჩამნაცვლებელ ადამიანებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი