რედნორის ტბაზე
ნინო დარბაისელი რედნორის ტბაზე რედნორის ტბაზე - ლაპარაკობს მთელი ბუნება. ვინც აქ სეირნობს, არ მოელის დაძაბუნება. რედნოროს ტბაზე მზე აფრქვევდა სუნს და სურნელებს, რედნორის ტბაზე- ბაასობდნენ ციყვი და იხვი: ის - ჭკვიანია, ვინც ათას კაცს გაასულელებს, ათას კაცს საღი გონებისკენ - მოუხმობს ბრიყვი! დიაგონალზე დააფრინდა ტბის სარკეს გედი: ვინც ბრიყვს რაიმეს აუხსნისო, ის არის ყბედი! ამასობაში ამეტყველდა დედა ირემი: რა სჭირსო ამ ხალხს, მათი ცქერით გადაირევი! ირემს ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ თავისი შვლები. მოდი და მათი შემხედვარე - ნუ შეიშლები. და კუნძზე - მძორის მოლოდინში იჯდა ყორანი. თქვა:- ყველაფერს სჯობს ქვეყნად მუცლის ამოყორვანი! იქვე, ჭაობში, მწვანე ტოტზე - მწკრივად კუები. გულო მითხარი, მშვიდ ფიქრს რატომ ვერ ეპუები?! ბალახში ხტოდა და გარბოდა უცებ ჩიფ-მანკი: გამოსწორება სხვისი გსურდეს, - არისო მანკი. ტოტზე იწვა და ნებივრობდა უხსენებელი, თქვა: - გაჭირვებულს არავინ ჰყავს უხვზე მვნებელი. გამოეფინენ გარეული ინდაურები… ეს - აქაური, თქვენ მიამბეთ მანდაურები, ბილიკს - ნახერხი?! რა - ურიკა! - მინდა ურემი. რედნორის ტბაზე დავსეირნობ, გამირბის ფიქრი. ასე მგონია, საქართველოვ, უფსკრულში მიჰქრი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი