მარტოობა თუ განმარტოება
ნინო დარბაისელი მარტოობა თუ განმარტოება? (ციკლიდან -ეტიუდები) გაზაფხული შემომსკდარა, კვირტება და რტოება. სულ ყვავილით დაფარულა, ხეს სადაც კი რტო ება. მე - არ მიყვარს სიმარტოვე, მიყვარს - განმარტოება. იცი, რატომ გამიჭირდა მე შენი მიტოვება? მე არ მიყვარს მარტოობა, ხეს რომ კვირტად მარტო ება, სხვაა - დროით გაეცალო, თქმა არავის დააცალო, წყვილი იყო?!- გაიცალო, რაც მოგედო - გაიცალო, შენთვის - ცრემლად დაიცალო. მიყვარს - განმარტოება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი