სიზმრად დიდი კაცი ნახო - ბედს ეწიო
ნინო დარბაისელი სიზმრად დიდი კაცი ნახო - ბედს ეწიო არ გელათ ან გაენათელი, მესიზმრა კაცი - მამათელი, ყისმათიანი თუ ყისმათელი. არც რომ - ჩემიანი, არ - მათელი, ბნელს გადაჰფენოდა რა ნათელი! - შვილს რომ ვერ ეღირსე, მამათ ელი? გეყო ბაასი და კამათები! ამათ მისდიე და ამათ ები? სიტყვები ისმინე ამათები? შენს გზას გაუდექი! ამად ელი?! მიდი, გააგორე კამათელი! შენ - შენი წილი უნდა ყარო, შენი ფიქრი უნდა გაიმყარო, გასაყრელს - უნდა გაეყარო, შესაყრელს - უნდა შეეყარო, გადასაყრელია? - გადაყარო, სადაც ვერ დადგები - აიყარო, ასეა მოწყობილი ეს სამყარო! მესიზმრა კაცი - მამათელი, ათასერთხელაც - განათელი! ავკეთილიანი, განა მრთელი! … რისი ბედი და იმედი?! გინდ, იმედის მესამედი! გამწყრომია შემოქმედი, ვიყავი და დავრჩი ყბედი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი