პაპიდაჩემი
ნინო დარბაისელი პაპიდაჩემი ცხრა მთა, ცხრა ზღვაც გადალახო, რას იპოვი საუაროს?! ქმარმა - უნდა შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს! გულში ბრაზი მოუვა როს, ვინ მიხედოს ტყეს და ახოს?! ცოლმა - უნდა მოუაროს, ქმარმა - უნდა შეინახოს! კაცმა ვინმე, სხვა მონახოს? ცოლი დაამგლოვიაროს? ქმარმა - უნდა შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს! თვალით აღარ დამენახოს. ცხრა მთა ნახოს, მოიაროს! კაცმა - უნდა შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს!. თითქოს მიზნად დამესახოს, პაპიდაჩემს ვკითხავ, მაროს: ქმარმა თუ არ შეინახა, ცოლმა - მაინც მოუაროს? მაგრამ აღარ დამემძრახა, ალბათ უნდა ეს მაკმაროს: ქმარმა რომც ვერ შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს! მარო პაპიდ, სიბრძნე ეგე - ძველია და ძველის-ძველი. მეყო, უკვე გონს მოვეგე, აღარც თვალი მინდა სველი, აღარც ვინმე - მოსაწველი. ან საიდან ვიღას ველი, ან რა არის საკვირველი! არც ბოლო ვარ, არც პირველი, თავი მიჭირს მოსავლელი! დაფურცლულა ყვავილნარი, გადამკვდარა მთელი ველი. მოსდებია ეკალ-ნარი, არავინ ჰყავს მიმხედველი. არც ცხოველი, არც ფრინველი, არც მხოხველი, თუნდაც გველი, აი დარდი - დამდაგველი… საიქიოვ, ასე გველი? გველი… რაო, შავმა დედაბერმა? არ აშორდეს - ცუდი თვალით ჩვენს შემხედავს ავი სიტყვით მახსენებელს, და ავი გულით გამგონეს! ფუი- ფუი- ფუი! (სამჯერ - მარჯვნივ და მერე იმდენჯერვე - პირჯვარი!)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი