ჯუანიტაა - გაქვავებული ქალწული იგი
ნინო დარბაისელი ჯუანიტაა - გაქვავებული ქალწული იგი სულ გავიწყდება, სად - რუმია, სად - ლუხუმია! სამუზეუმო სიჩუმეში ხალხის ბუმია. ასე, ცხოვრება ტურისტსაც კი ცრემლებს გაყლაპებს, მთელი არსებით გრძნობ, რა მძიმე მუზეუმია, როდესაც ბაგე გაოგნებისგან, დასადუმია, როცა იხილავ, სად როგორი ოპტიკუმია, ყელზე გადგება სიტყვა, თითქოს მართლა უმია, რა ქარიშხალი ტრიალებს გულში, რა სამუმია! პერუში, სადაც უცნობილესი მუზეუმია, ორიათასი წლის მოელის მდუმარე გოგო, ერთადერთ მშველელს, მაჩოა ვინმე თუ ხადუმია, ინკების მიერ ღვთაებისათვის ასე, ცოცხლადვე შეწირული, ხელებშეკრული, ტანჯვის კუთხეში მიკუნცხული, სახეზე - ხელებაფარებული, შიმშილით მკვდარი “გაქვავებული ქალწული” იგი, ,,ჯუანიტა” ! არა შემსუდრავ- დამკრძალავთაგან, ამდღემდე ტანჯვა-ლოდინისაგან არის მუმია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი