პარარა-პარა!
ნინო დარბაისელი პარარა - პარა! სხვაა - ცხოვრება, სხვაა - მასზე სხვისი ნაბოდი! მე - სიბერისთვის ბავშვობიდან ვემზადებოდი, მე - სიბერისთვის ისე კარგად ვემზადებოდი, ამ მზადებაში რეალობით ვიხარე როდი, მთელი ცხოვრება აღმა-დაღმა რისთვის დავრბოდი?! მინდოდა, ბოლოს მეც მენათა და მელამპარა, თან ვღიღინებდი: პარარარა- პარარა - პარა!… და ვერც გავიგე, ამასობაში თვითონ სიბერე წყნარად როგორ წამომეპარა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი