ბოა


ნინო დარბაისელი

ბოა

მოხვევის სითბოა,
მოხველი სით, ბოა?
რამდენჯერ მესიზმროს ის - მარი!
რად მდევ, ჯერ მესმის როს -სიზმარი,
გამოჩნდა კი, სერზე - ბოა
და ქალი - დაქალი-
კისერზე - ბოა!

- - -
*ბოა- შხამიანი გრძელი გველის  სახეობა
ბოა- ქალის  ბუნებრივი ან ხელოვნური ბეწვისგან  დამზადებული გრძელი, ჩამოკონწიალებული  “შარფი”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი