რომი ზამთარში


ნინო დარბაისელი

რომი - ზამთარში

მადლობა ფოტოსთვის, რა კარგი ფოტოა!
ჩანს, მანდაც აცივდა, რომ რომშიც მოთოვა.
ეს რა  თვალწარმტაცი, ნაცნობი ხედია.
პეტრეს ბაზილიკაც - მანდ გამიხედია.
ქუჩებში  აღარ  ჩანს  მნახველთა გუნდები,
მე ზაფხულს ვიხსენებ, ფიქრით დავბრუნდები.
ალბათ მოიყინა  ტრევის შადრევანი,
ხურდის გადამყრელთა იყო სად - რევანი.
ისვრი ერთ მონეტას? - რომში დაბრუნდები.
მანამდე - კვლავ რომზე ოცნებას უნდები.
ორი - აღარ ნიშნავს მხოლოდ დაბრუნებას,
იპოვი სიყვარულს. (გაუგებ გუნებას?!)
სამი მონეტა კი ისეთი წილია,
თან ხომ სიყვარული, თანაც  - ქორწილია.
მე- მუჭით ჩავყარე, რაც მქონდა, ხურდები,
არ ვიცი, რას ნიშნავს,  მაგიტომ ვხურდები?
მაგიტომ ვოცნებობ, მანდ ღამენათევი,
გადასახედიდან ვნახო გუმბათები.
მადლობა,  დათოვლილ რომს ვეალერსები.
მასზე არ მელევა ლექსები,  ლექსები.
“შენ - არსად წასულხარ,  - ხმა ბებუბუნება-
როგორ გამოგივა რომში დაბრუნება?”
მადლობა ფოტოსთვის,
სხვას კიდევ მოველი,
გახსოვთ, მოედანზე მტრედები გუნდებად?! -  დიდები - დიდებად, ხუნდები - ხუნდებად.
არ ყოფნით საკენკი, სულ მეტი უნდებათ.
ასეა! - ყველა გზა და ფიქრი ყოველი, ფიფქივით მთოველი,
კვლავ თქვენთან ბრუნდება,
კვლავ რომში  ბრუნდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი