ჩემი მხიარული რითმებიდან


ამ პატარა ლექსს,   მართლაც რომ,  უცნაური ბედი ერგო. 
    დიდი არაფერია. როგორც ფეისბუქის არქივიდან ჩანს, 2014- ში,  ანუ თერთმეტი წლის წინ დამიდია.
 ეტყობა, ვინმე  მოქეიფემ წაიკითხა და სადღეგრძელოს აქცია. აზრზე არა ვარ. 
პირველ ორ სტრიქონში - გახალხურების შედეგად  ცოტა ცვლილებებია, მესამე-მეოთხე - უცვლელად მეორდება.
და რაც ყველაზე სასეიროა ამ სიტუაციაში, 85 წლის დედაჩემს სადღაც,  სუფრაზე უსწავლია როგორც ხალხური.
   ვიდეო დაუდიათ, სადაც სადღეგრძელოს სვამს  სხვისგან ნასწავლი ამ სიტყვებით და აზრზე არ არის,  რომ იმ შვილის ლექსია, თვითონ რომ არაფერი მისი არასოდეს მოსწონს. 
   ვერც დავაჯერებდი, რომ ჩემია,  რომ არ მეპოვა ფეისბუქის საძიებოში და  ,, სქრინშოთი”  რომ არ გადამეგდო.
რაზე იკლავ თავს წერით, საწყალო ნინო დარბაისელო, რა უნდა ასეთი პრიმიტივების თხზვას ხალხურ კილოზე!

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

როს გელის გამათხოვრება
და ბრიყვი -  ქადაგია როს,
სჯობს, ჩაგიაროს ცხოვრებამ,
ვიდრე ზედ გადაგიაროს!

2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი