ანგელოზნი როდი ვართ


ნინო დარბაისელი

ანგელოზნი როდი ვართ!

ღმერთმა ნუ ქნას, მოგინდეთ ვატიკანში რაიმე!
კიდეც იგრიხებოდეთ,  იძახოდეთ ,,ვაიმე!”

ქალთა საპირფარეშო არის შორი ისეთი,
ხალხით სავსე  დაგხვდება,  თუ მიაღწევ, ის ერთი.

მოერიდე სითხეებს, როცა  ხარ  მოგზაური,
ჭიქა “კოკას” მოჰყვება მთელი აურზაური.

- ის -  ,,ნონ სუმუს  ანგელი” - “ანგელოზნი როდი ვართ” -
ერთი  პაპის სიტყვაა, (სრული  ანტიპოდი ვარ!).

ამ სიტყვებით მშველელი -  აქაური  გიდია.
მე - მწვავს რიდის ალმური, მას - ფეხებზე კიდია.

პასუხად რომ დასჭექა, ჭერს გაჰქონდა ზრიალი,
ყველა მე ამეკიდა, ვდგავარ აქ რაზმიანი.

რომ გააცნეს პროექტი  არქიტექტურულიო,
იმის შემქმნელს  არ ედო  შრომით თვალზე რულიო,

შიგ - ტუალეტი არ იყო, მიჯრით ება ხე - ხესო,
პაპის საპირფარეშო შიგ ძლივს ჩააკვეხესო.

მერე  ტურისტებისთვის სადღაც ნახეს სარდაფი,
აქვს  იაფი იერი,  არა ლალი, სადაფი.

თან რიგია იმხელა, თუ მოგიწევს როდესმე,
ჩხრიალის ხმაც - მტერს და ავს,  ნეტა არ მესმოდეს მე!

რაის რიტორიკანი,  დავხტი, როგორც თიკანი.
- ანგელოზო, გეამა რომი და ვატიკანი?

დროც ისეთი დამემთხვა,  სადიდმარხვო მსგეფსია.
თუმცა რა გემსგეფსება, როცა მაგრად გეფსია!

  ღმერთო, ასეთ წუთებში ან არ გელი, ან - გელი!
  ვთქვა -  “ნონ სუმუს ანგელი?”
ო, “ნონ სუმუს ანგელი!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი