ვენეცია
#ლექსები ნინო დარბაისელი ვენეცია უმანქანოა ქალაქი, სუფთა, არ იდებს წვირს, ნისლია ვენეციაში, ვენეციაში წვიმს. მდიდარი ბრმები მოდიან, უნდა სიმშვიდეც ვის, ნისლია ვენეციაში, ვენეციაში წვიმს. და ლომს - წიგნიანს ემჩნევა კვალი დაგვის და წვის, ნისლია ვენეციაში, ვენეციაში წვიმს. წყალი წაგვიღებს სუყველას, თუ ზეცა დაიძვრის… ნისლია ვენეციაში, ვენეციაში ცრის. მისდევს გონდოლა დინებას, ნიჩბით მომხაზი წრის, ნისლია ვენეციაში, ვენეციაში ცრის. ვენეციაში გამვლელებს შიში აქვთ არცა რის. ნისლია ვენეციაში, ვენეციაში ცრის. ასე იტირებს ქალაქი და გულსაც დაიცლის. ნისლია ვენეციაში ვენეციაში ცრის. ჟამია სიყვარულისა და არა - სიმკაცრის. ნისლია ვენეციაში, ვენეციაში ცრის. ან აქ თქმას რაღა აზრი აქვს, მინდოდა მანდ თქმაც რის… ნისლია ვენეციაში, ვენეციაში ცრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი