დემისეზონი
ნინო დარბაისელი დემისეზონი სადღაც ფრანგული დგას “ლა მეზონი”, შემოხვევია იტალიური ძველი ეზონი, იქ - სატურისტოდ აღდგენილი სატრაპეზონი, ეს - ეკლექტიკა, ჩვენი ქართული, გზა - ჩიქორთული და ღამეული ხეტიალები უგზო-გეზონი, და სიყვარულის თბილისური დემისეზონი. დემისეზონი! არა - ზამთარი ან ზაფხული, დემისეზონი, აი, რეზონი მოწყენისა, აი, რეზონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი