ჩულქური გაქცევებისა
ნინო დარბაისელი ჩულქური გაქცევებისა ვერ შეიშნოვა ეგ დღე და ეგ ცა,! უცხო ქალს ჩულქზე თვალი გაექცა და იმ ქალისკენ თვალი გაექცა, იმ ქალის გამო ფიქრი გაექცა, მაგრამ იმ ქალთან შანსი გაექცა, შანსი გაექცა, ხოლო ხელიდან სადავეები ასე გაექცა: ცოლმა ჰკითხა და პასუხს გაექცა, პასუხს გაექცა - სიტყვა გაექცა, სიტყვა გაექცა - ცოლიც გაექცა, ცოლი გაექცა - წონაც გაექცა, ამასობაში წლებიც გაექცა. და საბოლოოდ მთელი ცხოვრება თავზე დაექცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი