ორი მონორაიმი (რიალტონანტის და შოვინისტური)
ორი მონორაიმი (რიალტონანტის და შოვინისტური) (მონორაიმი - ერთ - ბოლოკიდურ რითმაზე აწყობილი ლექსია) ნინო დარბაისელი რიალტონანტის მონორაიმი ის - აღარ მოვა, ლეიტენანტო, ვენეციაში დრო უნდა ფანტო. ამაოდ დგახარ ამ ხიდზე მარტო, ქცევით - მორჩილო და გულით -ანტო! გონდოლიერთა ისმის ბელკანტო, ყოფიერების კენტო ჭიკარტო, უკვე წასულო, გაჭრილო კარტო, ცივა, ბოლომდე შეიკარ პალტო! გინდა ამ ჯებირს შემოესალტო, უცხო ტურისტო თუ ექსკურსანტო? ეს ხიდი ბევრმა ცრემლებით ალტო, პონტე რიალტო, პონტე რიალტო! შოვინისტური მონორაიმი ადრიანო და ურსულა - ადგილზე მთლად გაყურსულა, თავს ვეუბნები, დაწყნარდი და ნუ დაუგდებ ყურს სულა, ვენეციაში ამდენი ნეტა ვინ მოასუნსულა, იტალიური?! - აქა- იქ, ყველაფერია - რუსულად! წარსულის ხოდაბუნები ამათგან გადატრუსულა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი