პაქს რომანა!


ნინო დარბაისელი

პაქს რომანა!

წყნარი იყავ, ცნობილიო,
მამამ ტახტზე აიყვანა,
იხმო ნაზირ-ვეზირები,
მთლად ქვეყანა ათაყვანა,
საბოძვარი გაეციო,
ახსნილს აბამს ამისთანა,
შემოგივა?! - გაეციო,
რჩევა როდი დაახანა,
ქვრივ ობოლნი იფარეო,
მეფობაში მიიმგვანა,
მონაპოვარს -  მოვლა უნდა,
დაუნჯება, მალვა განა!
მმართველს - კვნესა ერისაო
ესმის,  როგორც იავნანა,
მთავარია, მორჭმით იჯდეს,
ნეტა სხვა რამ აყაყანა.
შენ?! - მთლად ჭირსაც წაუღიხარ,
ხარ ვიღაცა, სალახანა!
ტყავიც გაძრონ, უნდა გაძლო,
ვინ დაეძებს, მოგკლან, ანა?!
მთავარია Rex Romana!
Rex Romana?  - Pax Romana!

_ _ _
*  Rex Romana - რომაული მეფობა
** Pax Romana - რომაული მშვიდობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი