ბგერწერობანა
ნინო დარბაისელი ბგერწერობანა - ხელი, ხელი … -კახელი. ქიმი, ქიმი… - ექიმი! რძე, რძე… თუ ხარ ჩემსიგრძე, ეს თამაში განაგრძე! დავალ კარდაკარა და ვერ ვიშოვე კარადა. სკა- სკა… - სკამი! ცა?! - მისცა. მევახშე და ვახშამი, ფანტა, ფანტა …ფანტია ბრინჯი ჩაუხარშავი, შავი?! - მოუხეშავი. ლანდი?! - ნიდერლანდია. ბატი?! - აკრობატია, (რითმა?! - “აქ რომ ბატია”), პლანი?! - რა და, პლანეტა, მორფი?! - იზომორფული, რის ტივი და რა - ტივი?! - ამბავი, ნარატივი! იყოს “ლუქი”! - მამლუქი. შია, შია, მაშია - ასეთი თამაშია, ზარმაცს პირი მობანა, ჰქვია “ბგერწერობანა”. განა ლექსის ყამირი რამემ გააეწერა? თამაშ-თამაშობაში - ლექსიც - შემომეწერა! პოეზიას რას ვაკლებთ ამ ლაღობით, ამ რყევით?! - ასე, ერთად ვერთობით, ვისაც გინდათ, ამყევით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი