ცოლქმრული
ასეთი თბილი და ტკბილი, სადიდო რაღაცეები დღეს და მუდამ ძალიან აკლია ქართულ პოეზიის ფონს. ხალისი არაა. სულ მიტოვებულების კვნესა-გოდება ან ყოფითი ფილოსოფიის კლიშეების ტრიალია. იქნებ ასეც უნდა იყოს, რომ ინდივიდები გამოიკვეთონ- მეთქი, ისიც მიფიქრია, მაგრამ - რა, უცხოურ პოეზიას დასავლურს, ან აღმოსავლურს, ინდივიდები აკლია, ასეთი რაღაცეებისთვის მუდამ რომ იცლიანო! - შინაგანი ხმა მეკამათება. მიმოიხედეთ! რამდენი ასეთი ოჯახია თუნდაც ჩვენს გვერდით. კიდევ მრავალი წელი ერთად ყოფნის ბედნიერება არ დალეოდეთ! P.S. საქართველოსთვის - ბოლოდან მესამე ტაეპი იკითხება ასე და ვისაც უნდა, თვითონ შეცვალოს: “თუ გაქვს, არ გენანება ჩემთვის არა თანხა” ნინო დარბაისელი ცოლქმრული ერთად გამოვიარეთ დღემდე ყველა ტკბილ- მწარე, ბოლოს შევრჩით ერთმანეთს, როგორც თაფლის წყვილი. ნაკლის მიუხედავად გიწამე და მიწამე, რადგან გვქონდა ჯვრისწერით ყოფა დალოცვილი. დამიბერდი თანდათან, სიამეთა კრებულო, ჩემთვის არ გენანება სიკეთე და თანხა. რა კარგია, ასაკში მხედველობა კლებულობს - - გიყურებ და ისევ ის ახალგაზრდა ჩანხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი