საღამოს წათხი
ნინო დარბაისელი საღამოს წათხი დიდიხანია, ის ლტოლვილიც ხომ მომკვდარა და იმისი შვილიც, მაშინ, ოთხმოცდაათიანებში, საღამოობით, დეზერტირების დაბლა, კიბესთან, გამოსასვლელში, შავებიანი, უკბილო ქალი, ქალი ერთი მრავალთაგანი, მორძისფრო ბოთლით რაღაცას რომ ყიდდა ხოლმე; იმისი ბიჭის, ღმერთს რომ ცოტა ნაკლები ჰყავდა, - აქა-იქ დღისით ნაგროვები ძველი ბოთლებით. და როცა ვკითხე, რა არის-მეთქი, ყველის წათხია, ძვირფასიაო. ეგ ვიღას მიაქვს, რად უნდათ-მეთქი, რას ამბობო, რაც ფენოვანი ხაჭაპურები აქ იყიდება, მაკარონთან და კვერცხთან ერთად გულში გემოსთვის ყველანი ამას ურევენო, მეყველეები საღამოობით სულ იაფად იძლევიანო. საკუთარ თითში - ხიწვი - ორლესურ მახვილად გვიჩინს, სინამდვილეში გაჭირვებისა ან ამ ცხოვრების - რა გაგვეგება! პოეზიისა გვითხარიო! პოეზიაზე?! - აბა, რაღაა სალაპარაკო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი