ფეხბურთი. დავითი და გოლიათი
ნინო დარბაისელი
ფეხბურთი. დავითი და გოლიათი
(ეს პრიმიტივი - შემთხვევით ვიპოვე.
ფეხბურთის მიმდინარეობისას დამიწერია?!)
ბრძენი იყო სოლომონი.
აღაშენა ტაძარი.
ყველა გულღრძოს, ავად მხედავს
თავს ეყაროს ნაცარი!
სიბრძნე ესე ბიბლიური
ზეცას შენაშენია:
სადაც ვინმეს გაამტყუნებ,
იმის დარდი - შენია!
სიტყვა ეკლესიასტესი,
ამა ნათქვამს მართ ება.
რასაც მოყვასს დაუძრახავ,
იგივ დაგემართება.
მრავლით ვაქეთ სხვათა ბრძნობა,
ერთიც - სიტყვა დავითისა:
ტკბილი ენა სადაც გაჭრის,
არ გამოვა დავით ისა!
გულმართალი - ნუ შედრკები,
მაგრად დადექ იმ დროს.
თუკი ღმერთი შენკენაა,
ვისაც უნდა, გიმტროს!
ვით დავითმა ქვით, შურდულით
დაამარცხა გოლიათი,
ღმერთს თუ უნდა, კარში გავა
არა ერთი, გოლი- ათი!
ბევრს იშრომებთ?!- გამარჯვებას
ღმერთი მოგვანიჭებს.
ვენაცვალე სათითაოდ
ჩვენს ფეხბურთელ ბიჭებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი